ქართველები ეგვიპტეში მაინც მიდიან - კვირის პალიტრა

ქართველები ეგვიპტეში მაინც მიდიან

ტურისტული კომპანიების ინფორმაციით, ეგვიპტეში არეულობის მიუხედავად, საქართველოდან წამსვლელთა რაოდენობა არ იკლებს. "მაგალითად, 17-დან 21 აგვისტომდე ყველა ბილეთი და საგზური გაყიდულია", - აცხადებენ ტურისტული სააგენტოები. საქართველოს საგარეო უწყება ეგვიპტეში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, სიფრთხილე გამოიჩინონ.

"განსაკუთრებით უნდა მოერიდონ დემონსტრაციებსა და მასობრივი თავშეყრის ადგილებს", - აცხადებენ სამინისტროში. ბოლო ინფორმაციით, ეგვიპტეში მიმდინარე არეულობისას უკვე შვიდასამდე კაცი დაიღუპა, მათ შორის - ოთხი ჟურნალისტი.