სახელები შეეცვლებათ
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი შიხიაშვილის ინფორმაციით, აეროპორტს, ვარდების მოედანს, ევროპის მოედანსა და რიყის პარკს სახელი შეეცვლება. ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება, რომ თბილისის აეროპორტს ზვიად გამსახურდიას სახელი, "ვარდების მოედანს" - მერაბ კოსტავას, "ევროპის მოედანს" - ასი ათასი მოწამის სახელი, რიყის პარკს კი ევროპის პარკი დაერქვას. შიხიაშვილის განმარტებით, "ვარდების მოედნისთვის" სახელწოდების შეცვლა კონკრეტული მოვლენის მიმართ სიძულვილს არ გამოხატავს.