თსუ-ის რექტორი პაპავა გახდა
19-08-2013
თსუ-ის რექტორი  პაპავა გახდა
თსუ-ის რექტორი ვლადიმერ პაპავა გახდა. მას აკადემიური საბჭოს 10-მა წევრმა ხმა დაუჭირა მხარი, 2-მა კი - ირმა რატიანს. "ამოცანები ბევრია და ისინი ეტაპობრივად უნდა გადაწყდეს. მთავარი კი ის არის, რომ უნივერსიტეტმა თავისი ღირსეული სახელი დაიბრუნოს", - განაცხადა ახალმა რექტორმა. თსუ-ის რექტორობისთვის პაპავასა და რატიანთან ერთად იბრძოდნენ: გიორგი ქავთარაძე, გიორგი ბარამიძე, ილია თავხელიძე, ცირა ბარამიძე, მერაბ ცაგარელი, მედეა ჩუხუა, მარინა მუსხელიშვილი, მანანა ხაჩიძე, ინესა მერაბიშვილი, ნონა წოწერია და დავით გოცირიძე. ვლადიმერ
პაპავა უნივერსიტეტის 28-ე რექტორია (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით