თსუ-ის რექტორი პაპავა გახდა - კვირის პალიტრა

თსუ-ის რექტორი პაპავა გახდა

თსუ-ის რექტორი ვლადიმერ პაპავა გახდა. მას აკადემიური საბჭოს 10-მა წევრმა ხმა დაუჭირა მხარი, 2-მა კი - ირმა რატიანს. "ამოცანები ბევრია და ისინი ეტაპობრივად უნდა გადაწყდეს. მთავარი კი ის არის, რომ უნივერსიტეტმა თავისი ღირსეული სახელი დაიბრუნოს", - განაცხადა ახალმა რექტორმა. თსუ-ის რექტორობისთვის პაპავასა და რატიანთან ერთად იბრძოდნენ: გიორგი ქავთარაძე, გიორგი ბარამიძე, ილია თავხელიძე, ცირა ბარამიძე, მერაბ ცაგარელი, მედეა ჩუხუა, მარინა მუსხელიშვილი, მანანა ხაჩიძე, ინესა მერაბიშვილი, ნონა წოწერია და დავით გოცირიძე. ვლადიმერ პაპავა უნივერსიტეტის 28-ე რექტორია (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).