ინციდენტი სასამართლოსთან - კვირის პალიტრა

ინციდენტი სასამართლოსთან

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც სპეცრაზმელების წამების საქმეზე სხდომა იმართებოდა, ინციდენტი მოხდა. კერძოდ, სასამართლოსთან იმყოფებოდნენ  ნანა კაკაბაძის "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენლები, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და ყოფილი პოლიტპატიმრები. სხდომას კი ესწრებოდნენ ახალაიას მხარდამჭერი ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" წევრები. სასამართლოს დასრულების შემდეგ, ახალაიას ადვოკატებს, მხარდამჭერებსა და სასამართლოსთან შეკრებილებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ცემა-ტყეპაში გადაიზარდა. ვიდეოფირზე ჩანს, თუ როგორ ურტყამს სახეში ახალაიას ადვოკატი გოგა ონიანი ყოფილ პოლიტპატიმარ  გიორგი გაბედავას. პოლიციას მხარეების გასაშველებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდა. რამდენიმე პირი დააკავეს, რომელიც მოგვიანებით ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).