პრეზიდენტის ინიციატივა - კვირის პალიტრა

პრეზიდენტის ინიციატივა

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, იმ პირებს, რომლებმაც ჩადენილი დანაშაულისათვის უკვე მოიხადეს სასჯელი, ნასამართლობასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა მოეხსნებათ. ეს ინიციატივა არ ეხება იმ პირებს, რომლებსაც ჩადენილი აქვთ დანაშაული სახელმწიფოს ან კაცობრიობის წინააღმდეგ, ასევე მათ, ვინც გასამართლებულია პედოფილიის ან განზრახ მკვლელობისთვის. ინიციატივის გამო პრეზიდენტის რეზიდენციასთან ხალხმრავლობა იყო. ყოფილი მსჯავრდადებულები შესაბამის განაცხადს ავსებდნენ (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).