პატრიარქის თხოვნა - კვირის პალიტრა

პატრიარქის თხოვნა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ირანელ სასულიერო პირთა დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც აიათოლა შაჰრისტანი ხელმძღვანელობდა.

უწმინდესმა აიათოლას ირანში მცხოვრები გაქრისტიანებული ქართველების შესახებ თხოვნით მიმართა: "მე მინდა გთხოვოთ, თქვენო აღმატებულებავ, თქვენთან მცხოვრები ქართველების, მოგეხსენებათ, როცა შაჰ-აბასმა წაიყვანა აქედან, წინაპრები იყვნენ ქრისტიანები და ზოგიერთი აქ რომ ჩამოდის, ისევ ქრისტიანობას უბრუნდება. მე მინდა გთხოვოთ, რომ არ დასაჯოთ ისინი, შეიძლება ეს?" ირანის სასულიერო ლიდერმა უპასუხა, რომ აუცილებლად მიაწვდის ამ თხოვნას მას, "ვისაც საჭიროა" "ეს სახელმწიფოს ეხება, ჩვენ სასულიერო პირები ვართ, რა თქმა უნდა, ჩვენს საქმეს გავაკეთებთ და ამ თხოვნას აუცილებლად გავიზიარებთ", - განაცხადა აიათოლა შაჰრისტანმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).