ნაცვლიშვილი პასუხისგებაში მისცეს - კვირის პალიტრა

ნაცვლიშვილი პასუხისგებაში მისცეს

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების თაღლითურად მისაკუთრებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, შპს "არტესისა" და AVANTE HOSPITAL MANAGMENT GROUP-ის  დამფუძნებელი ზაზა კაპანაძე პასუხისგებაში მისცეს. "შპს "არტესმა" სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ააიპ "ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის" დაკვეთით, თბილისში 2009 წლიდან 2012 წლის ბოლომდე საბიუჯეტო დაფინანსებით შეასრულა კალაუბნის, აღმაშენებლის გამზირის, მარჯანიშვილის ქუჩისა და ზაარბრიუკენის მოედნის სარესტავრაციო სამუშაოები, რა დროსაც ზაზა კაპანაძემ,  გია ნაცვლიშვილთან ერთად,  "ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის" იმჟამინდელ ხელმძღვანელ სერგო ქავთარაძის დახმარებით, საბიუჯეტო თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით,  ხარჯთაღრიცხვაში შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება ფიქტიურად გაზარდეს და მიითვისეს  4 052 108 ლარი", - აცხადებს საგამოძიებო უწყება.