ჩხიტუნიძეს სცემეს - კვირის პალიტრა

ჩხიტუნიძეს სცემეს

სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულს, იუსტიციის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსან დავით ჩხიტუნიძეს ათენის ციხეში სცემეს. გავრცელებული ინფორმაციით, ჩხიტუნიძე საკანში მყოფმა ქართველებმა იცნეს, რის შემდეგაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი ადვოკატების ინფორმაციით, ჩხიტუნიძე თავის არეშია დაჭრილი და უგონო მდგომარეობაში იმყოფება. შსს-ს ცნობით, ინტერპოლით ძებნილი ჩხიტუნიძე საბერძნეთის სამართალდამცველებმა ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე აიყვანეს.