ტაბაღუას მსახურების უფლება შეუჩერდა - კვირის პალიტრა

ტაბაღუას მსახურების უფლება შეუჩერდა

პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის ცნობით, საპატრიარქომ მღვდელ ნიკოლოზ ტაბაღუას მღვდელმოქმედება შეუჩერა. მისივე თქმით, აღნიშნულის მიზეზი მამა ნიკოლოზის არათანამიმდევრულ და ურთიერთგამომრიცხავ კომენტარებს უკავშირდება, რომელიც მან ტელეეთერით გააკეთა და მღვდლისთვის შეუფერებელ საქციელად ითვლება. მღვდელი ნიკოლოზი ავჭალის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მსახურებდა. იგი 2006-2011 წლებში სასჯელაღსრულების მე-10 დაწესებულების დირექტორი იყო, სადაც გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში მსჯავრდადებული პირები იხდიდნენ სასჯელს. (ვრცლად იხ. გვ 8)