პრობლემა საზოგადოებაშია - კვირის პალიტრა

პრობლემა საზოგადოებაშია

პრემიერი ბიძინა ივანიშვილი Bლოომბერგ-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ დეკემბრის ბოლომდე პოლიტიკიდან წავა და აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას გააგრძელებს. "ჩემი აზრით, ჩვენი პრობლემა არა მთავრობაში, არამედ საზოგადოებაშია, რომელიც ძალიან გამოუცდელი და მცირე პოლიტიკური კულტურის მატარებელია. ყველაფერს ვიღონებ მათი პოლიტიკური კულტურის ასამაღლებლად", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ მომავალში ის საკუთარი ქონებიდან 1 მილიარდი დოლარის გაღებას გეგმავს კერძო ინვესტირების ფონდში. მან ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებზეც ისაუბრა: "თუ სიტუაციას სწორად გავაანალიზებთ და მოვლენები ისე წარიმართება, როგორც მე წარმომიდგენია, 3-4 წელიწადში შევძლებთ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას".