ცესკოს თავმჯდომარე ჟვანია გახდება? - კვირის პალიტრა

ცესკოს თავმჯდომარე ჟვანია გახდება?

11-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად თამარ ჟვანია წარადგინა. არასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ თამარ ჟვანია აკმაყოფილებს ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატისთვის დადგენილ კრიტერიუმებს. "იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მსგავსად, მმართველი კოალიციაც გამოავლენს საკუთარ ნებას, მხარი დაუჭიროს ჩვენ მიერ დასახელებულ კანდიდატს არჩევანის გაკეთების დროს","  - აცხადებენ არასამთავრობოები. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 22 აგვისტოს განაცხადა, რომ მზად არის, არასამთავრობოების მიერ შერჩეულ კანდიდატურას მხარი დაუჭიროს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).