წულუკიანის რჩევა კალანდაძეს
02-09-2013
გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისა და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს. კალანდაძის განცხადებით, იმ პერიოდში, როდესაც ბრალდებული იყო, მინისტრები მის შესახებ არასწორ ინფორმაციას ავრცელებდნენ. საპასუხოდ, წულუკიანმა კალანდაძეს  "ჯარისკაცის ტრაგიკულ ბედთან" შეგუება ურჩია. "ვურჩევდი, დაფიქრდეს, როგორ შევა ქართული ჯარის ისტორიაში", - განაცხადა წულუკიანმა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით