ვაჩნაძე და პრეზიდენტი - კვირის პალიტრა

ვაჩნაძე და პრეზიდენტი

მელორ ვაჩნაძე ბათუმის პიაცაზე სააკაშვილისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დააკავეს. სასამართლომ მას 100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ვაჩნაძის განმარტებით, როდესაც პიაცაზე იმყოფებოდა, პრეზიდენტის დაცვამ მას მიმდებარე ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. "მან რამდენიმეჯერ ხმამაღლა გაიმეორა, გაათრიეთო", - ამბობს მელორ ვაჩნაძე. მისი თქმით, საპასუხოდ მან სააკაშვილს მხდალი უწოდა, რასაც ხალხი ტაშით შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვის მტკიცებით კი ვაჩნაძე ხელისუფლების ხელდასმით მოქმედებდა და ამაში ჰონორარიც მისცეს. (ვრცლად იხ. გვ.12; სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).