"ფსიქოპროექტის" კვლევები
02-09-2013
საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრმა  "ფსიქოპროექტმა", რომლის  დირექტორია ზურაბ ბიგვავა, "ქართული ოცნების" დაკვეთით კვლევა ჩაატარა. შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 53% ხმას "ქართული ოცნების" კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს მისცემდა. კითხვაზე, რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს მისცემს ხმას, 10% პასუხზე უარს აცხადებს, 9% "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ დავით ბაქრაძეს ასახელებს, 7% "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძეს, 7% აცხადებს, რომ ხმას არც ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს არ მისცემს. გამოკითხულთა 4% შალვა ნათელაშვილს ასახელებს, 3% - სალომე ზურაბიშვილს, 2% - გიორგი თარგამაძეს, 1%
- ნესტან კირთაძეს, კითხვაზე პასუხის გაცემა გამოკითხულთა 3%-ს უჭირს. ამასთან, 65%-ის აზრით, საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს.  


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით