მინარეთის სკანდალი
02-09-2013
მინარეთის სკანდალი
26 აგვისტოს ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა მინარეთი დაშალეს. სამსახურის განმარტებით, მინარეთის სასაქონლო ექსპერტიზა იყო საჭირო, რადგან გაჩნდა ეჭვი, რომ შემოტანილ საქონელზე (მინარეთის კონსტრუქციაზე) წარდგენილ საბაჟო დეკლარაციაში სასაქონლო კოდი და წონა არასწორად იყო მითითებული. ამ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აბსურდული უწოდეს.  მინარეთის დემონტაჟისას სოფლის მცხოვრებლებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. სამართალდამცველებმა  დააკავეს 21 კაცი, რომლებიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. მაჰმადიანი მოსახლეობის წარმომადგენლებმა მინარეთის დემონტაჟი ბათუმში გააპროტესტეს. მათ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მიიღეს
პირობა, რომ მინარეთს სოფელ ჭელას დაუბრუნებენ. ამას უკვე ახალციხეში მართლმადიდებელი მრევლის პროტესტი მოჰყვა, მათ ცენტრალური გზა გადაკეტეს და აცხადებდნენ, რომ მინარეთის სოფელ ჭელაში დაბრუნების უფლებას არავის მისცემდნენ. შექმნილ ვითარებასთან
დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და მღვდელმთავრები მაჰმადიანთა ლიდერებს შეხვდნენ და გადაწყვიტეს, რომ მინარეთი დასაწყობდება, დაილუქება და არსად არ აღიმართება მანამდე, სანამ არ მოწესრიგდება საკანონმდებლო ბაზა. (ვრცლად იხ. გვ. 3,5; სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე) 
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით