"ბევრი გამიკეთებია და უფრო ბევრი შეცდომა დამიშვია" - კვირის პალიტრა

"ბევრი გამიკეთებია და უფრო ბევრი შეცდომა დამიშვია"

25 აგვისტოს უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ეპისკოპოსად კურთხევიდან 50 წელი შესრულდა. "ამ წლების განმავლობაში ბევრი მიფიქრია, ბევრი გამიკეთებია და უფრო ბევრი შეცდომა დამიშვია. მე რით შემიძლია ვიამაყო? - შემიძლია ვიამაყო, ვაღიარო ჩემი ცოდვებიც, ჩემი უძლურებებიც, მაგრამ ნათქვამია, ბრძენმა ხალხმა თქვა, მე გავაკეთე ის, რაც მე შემეძლო და სხვამ გააკეთოს ჩემზე უკეთესად, - ბრძანა უწმინდესმა ქადაგებისას და დასძინა, - ეპისკოპოსობა მოწამეობაა და ეს 50 წელიც მოწამებრივი იყო. ამიტომ ვმადლობ უფალს, რომ ამ მოწამებრივი წლების განმავლობაში მუდამ იყო ჩვენთან და მუდამ გვეხმარებოდა, დიდება და მადლობა უფალს" (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).