ქართველები დახმარებას ითხოვენ - კვირის პალიტრა

ქართველები დახმარებას ითხოვენ

"ქართული მედიასაშუალებების ინფორმაციით, სირიაში, სადაც სამოქალაქო ომი მიმდინარეობს, 22 საქართველოს მოქალაქე ქვეყნიდან გამომგზავრებას ვერ ახერხებს, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

"ვამუშავებთ სირიიდან  მათი უსაფრთხოდ გამოსაყვან მარშრუტს. ვითარება რთულია, ამიტომ ღონისძიებების გატარებაც სირთულეებთან არის დაკავშირებული"", - აცხადებს საგარეო უწყება. საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან გამოყვანის ერთ-ერთ უსაფრთხო მარშრუტად ბეირუთი ითვლება.