"ჩემი შვილი მოკლეს" - კვირის პალიტრა

"ჩემი შვილი მოკლეს"

სასჯელაღსრულების #N6 დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის, გელა ჯაყელის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათი შვილი მოკლეს.

"პარასკევს ციხეში ვიყავი შვილის სანახავად, ციხის ადმინისტრაცია ჩემი თვალის ასახვევად კარგად ექცეოდა, თუმცა გელამ მითხრა, რომ მის მოკვლას აპირებდა ვინმე ზურა, გვარი არ ვიცი, მხოლოდ ის მითხრა, ციხის უფროსის მოადგილის დროებითი შემსრულებელიაო.

გარდაცვლილს საფეთქელზე აქვს ზონარი შემოჭერილი, დაზიანებული აქვს თავიც. "ამას თვითონ ვერ იზამდა, ჩემი შვილი მოკლულია", - ამბობს გარდაცვლილის დედა  ზოია ჯაყელი. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით კი პატიმარმა თავი მოიკლა. (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).