28 401 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა
02-09-2013
28 401 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა
წელს 28 401 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, გამოცდებში 42 ათასამდე აბიტურიენტი მონაწილეობდა, რომელთაგან დაახლოებით 13 700-მა აბიტურიენტმა ბარიერი ვერ გადალახა. მისივე თქმით, წინა წლებთან შედარებით საქართველოში ყველაზე მეტი აბიტურიენტი წელს გახდა სტუდენტი, კერძოდ, 28 401-მა აბიტურიენტმა წარმატებით ჩააბარა გამოცდები, იმ დროს, როდესაც წინა წლებში მათი რაოდენობა დაახლოებით 24 ათასი იყო. მიმინოშვილის ინფორმაციით, დაახლოებით 9 ათასამდე სტუდენტმა მიიღო სახელმწიფო დაფინანსება, აქედან ასპროცენტიანი დაფინანსება დაახლოებით 4
500 სტუდენტს ექნება.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?