28 401 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა - კვირის პალიტრა

28 401 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

წელს 28 401 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის ინფორმაციით, გამოცდებში 42 ათასამდე აბიტურიენტი მონაწილეობდა, რომელთაგან დაახლოებით 13 700-მა აბიტურიენტმა ბარიერი ვერ გადალახა. მისივე თქმით, წინა წლებთან შედარებით საქართველოში ყველაზე მეტი აბიტურიენტი წელს გახდა სტუდენტი, კერძოდ, 28 401-მა აბიტურიენტმა წარმატებით ჩააბარა გამოცდები, იმ დროს, როდესაც წინა წლებში მათი რაოდენობა დაახლოებით 24 ათასი იყო. მიმინოშვილის ინფორმაციით, დაახლოებით 9 ათასამდე სტუდენტმა მიიღო სახელმწიფო დაფინანსება, აქედან ასპროცენტიანი დაფინანსება დაახლოებით 4 500 სტუდენტს ექნება.