"ლავროვმა არასწორად გაიგო" - კვირის პალიტრა

"ლავროვმა არასწორად გაიგო"

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე რუსი კოლეგის სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, "მიესალმება საქართველოს პირდაპირ დიალოგს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან". "როგორც ჩანს, სერგეი ლავროვმა არასწორად გაიგო ივანიშვილის განცხადება. პრემიერის განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ უნდა ვაღიაროთ ჩვენ შეცდომები და ვეცადოთ, ვიპოვოთ ერთმანეთისკენ მისასვლელი გზები. მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება იმის საშუალება, რომ აფხაზ და ოს ძმებს დავუდასტუროთ, რომ გვინდა მათთან ერთად ცხოვრება და ერთად დავსახოთ ერთიან ქვეყანაში ცხოვრების მომავალი", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. მისი განმარტებით, ამაზე იყო საუბარი პრემიერის განცხადებაში და არა იმაზე, რომ აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთთან, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან, დავიწყებთ პირდაპირ დიალოგს. (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).