პუტინმა ევროკავშირი შეაშფოთა
02-09-2013
პუტინმა ევროკავშირი შეაშფოთა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ვიზიტით აფხაზეთში იმყოფებოდა, სადაც ე. წ. პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბს შეხვდა.

ამან საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა შეაშფოთა: "ეს ვიზიტები არ შეესაბამება სახელმწიფოების სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს. წარმომადგენლობა კიდევ ერთხელ გამოხატავს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული საქართველოს სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას. ასევე, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას რეგიონში და მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, საამისოდ ძალისხმევა არ დაიშურონ", - ნათქვამია წარმომადგენლობის განცხადებაში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით