ცესკოს თავმჯდომარე ჟვანია გახდა - კვირის პალიტრა

ცესკოს თავმჯდომარე ჟვანია გახდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ექსპერტი საარჩევნო საკითხებში თამარ ჟვანია გახდა.

"მინდა ამომრჩეველს ვუთხრა, რომ ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად გამჭვირვალე, კანონმორჩილი ადმინისტრაცია; აუცილებლად ვიქნებით პროფესიონალები ჩვენს საქმეში და, რა თქმა უნდა, ვიქნებით მიუკერძოებლები. მთავარია, დავიმსახუროთ ნდობა და საპრეზიდენტო არჩევნები იყოს იმაზე საუკეთესო, რაც საქართველოში აქამდე ჩატარებულა", - განაცხადა თამარ ჟვანიამ (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).