გრიფი "საიდუმლო" მოიხსნება - კვირის პალიტრა

გრიფი "საიდუმლო" მოიხსნება

პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, თითქმის ყველა მასალაში, რომელსაც გრიფი "საიდუმლო" ადევს, კრიმინალია. "ყველაზე მარტივი ფორმა, რაც მათ ნახეს, არის ის, რომ მასალებს გრიფი "საიდუმლო" დაადეს, - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ მთავრობამ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანსა და პატარკაციშვილების ოჯახს შორის დადებულ გარიგებაზე გრიფი "საიდუმლოს" მოხსნა გადაწყვიტა, - ამ შეთანხმებაში ისეთი რამ ეწერა, ამის თქმა არ შემიძლია, თუმცა მე რომ წავიკითხე, თმა ყალყზე დამიდგა. საოცარ პირობებს აწერენ ხელს, ერთი მხრივ, ყოფილი სახელმწიფო ჩინოვნიკი და მეორე მხრივ, პატარკაციშვილების ოჯახი. ამას ისე მალავდნენ, რომ ვიდრე სახელმწიფო იარსებებდა, ამ დოკუმენტზე გრიფი "საიდუმლოს" მოხსნის უფლება არავის ექნებოდა", - განაცხადა ივანიშვილმა.