"პრემიერის წასვლა პრობლემებს შექმნის" - კვირის პალიტრა

"პრემიერის წასვლა პრობლემებს შექმნის"

საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის თომას მელიას განცხადებით, პრემიერის პოლიტიკიდან წასვლა პრობლემებს შექმნის. "თუმცა, დაველოდოთ, ვინ იქნება ახალი პრემიერი. ჩვენ მოუთმენლად ველით ახალ პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტთან თანამშრომლობას", - აღნიშნა თომას მელიამ. მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნები არის საქართველოს შესაძლებლობა, აჩვენოს, რომ აგრძელებს დემოკრატიულ განვითარებას და აქედან გამომდინარე, ევროატლანტიკური კურსით სვლას. "დემოკრატიული საარჩევნო პროცესის საკვანძო კომპონენტებია თანაბარი სათამაშო ველი, კანონის უზენაესობა და სამართლიანი სასამართლო, თავისუფალი მედიაგარემო, ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა და პროცესში ჩართული სახელმწიფო მოხელეების კონსტრუქციული თანამშრომლობა", - განაცხადა თომას მელიამ.