პატრიარქის თხოვნა - კვირის პალიტრა

პატრიარქის თხოვნა

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მიიღო ამერიკის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში იყვნენ სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე თომას მელია და ელჩი რიჩარდ ნორლანდი. უწმინდესმა ამერიკის დელეგაციას მიმართა, დაეხმარონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. შეხვედრაზე პატრიარქმა რუსეთში პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრაც გაიხსენა. "მე შევხვდი პუტინს და ვუთხარი, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს ღია ჭრილობაა; თითქოს იმედს იძლევიან, მაგრამ შედეგი არ ჩანს", - ბრძანა უწმინდესმა. თავის მხრივ, თომას მელიამ პატრიარქს განუცხადა, რომ ამერიკა კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და არასოდეს აღიარებს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას. უწმინდესმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება და საქართველო წარსულში დაშვებულ შეცდომებს არ გაიმეორებს. პატრიარქის აზრით, სიტყვის თავისუფლება დემოკრატიის განვითარების საწყისია, ასევე მნიშვნელოვანია ქვეყანაში პროკურატურის თავისუფლება. "ჩვენ გვახსოვს ციხის მდგომარეობა, არ გვინდა განმეორდეს ის საშინელი ვითარება, რაც წარსულში იყო", - ბრძანა უწმინდესმა.