ცრუ შეტყობინებაზე კანონი გამკაცრდება - კვირის პალიტრა

ცრუ შეტყობინებაზე კანონი გამკაცრდება

შსს-ს ინიციატივით, ცვლილებები შევა სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლში და ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებაზე სასჯელი გამკაცრდება. ასევე, ცვლილებები შევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და ცრუ შეტყობინების ავტორ არასრულწლოვანთა მშობლებს სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევთ. 12 სექტემბერს "112"-ში, "რუსთავი 2"-ში, "იმედსა" და აეროპორტში ნაღმის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინებები შევიდა. აეროპორტისა და "იმედის" "დანაღმვის" შეტყობინების ავტორები არასრულწლოვანები არიან, "რუსთავი 2"-ისა კი 1974 წელს დაბადებული მოქალაქე (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).