ვერტმფრენების საკითხი - კვირის პალიტრა

ვერტმფრენების საკითხი

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სპეციალური ბრძანებით "სუპერპუმას" ტიპის ორი ფრანგული ვერტმფრენის გაყიდვა აკრძალა იმ მოტივით, რომ "სამხედრო ძალების დასუსტება დაუშვებლად მიაჩნია". საპასუხოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ბრძანება სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, რადგან ვერტმფრენები, რომლებშიც 55 მილიონი ევროა გადახდილი, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არ არის და მათ ეკონომიკის უწყება განკარგავს. სამინისტროს ცნობით, "ვერტმფრენებში გადახდილი თანხა იმდენად მაღალია, რომ პოტენციური მყიდველის მოძიება გართულებულია და საერთაშორისო ბაზარზე არსებული ცნობილი დილერები უარს ამბობენ მათ შესყიდვაზე. ერთ-ერთი VIP-კატეგორიისა, მისი სალონი პრეზიდენტის გემოვნების შესაბამისად, სპეციალური შეკვეთით არის მოწყობილი და თავიდანვე მხოლოდ პრეზიდენტის მიმოსვლისთვის იყო განკუთვნილი" (ვრცლად იხ. გვ. 8, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).