"იმდენი შეგეწეროთ" - კვირის პალიტრა

"იმდენი შეგეწეროთ"

გასულ კვირას ფიქციური დასაქმების საქმეზე ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. "ხელისუფლება ცივ ნიავს არ მაკარებს, მჟავეს, მწარეს არ მაჭმევს, ვყავარ დიეტაზე, ჩემს ცოლს არ უშვებენ და ქალს არ მაკარებენ, ქუთაისში დავყავარ, შეგუებული ვარ, რაც მელოდება და იუმორით ვუყურებ ამ ყველაფერს", - განაცხადა პროცესზე მერაბიშვილმა. პროკურატურამ პროცესზე მტკიცებულებების ნუსხა წარადგინა, რასაც მერაბიშვილის აღშფოთება მოჰყვა. ყოფილი პრემიერის განცხადებით, პრაქტიკაში არ არსებობს პრეცედენტი, რომ ამდენი ადამიანი დაკითხულიყო. "ქალებს არ მივაყენებდი შეურაცხყოფას და არ დავიგინებდი, მაგრამ რაც ამდენი არ დაგიკითხავთ, იმდენი შეგეწეროთ", - მიმართა ვანო მერაბიშვილმა პროკურორს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).