ინციდენტი ბათუმში - კვირის პალიტრა

ინციდენტი ბათუმში

არსებული ინფორმაციით, 13 სექტემბერს გვიან ღამით, მოჭიდავე ფირუზ წულუკიძე და მისი მწვრთნელი თემურ ბახუნტარაძე ჩეჩენ მეგობართან ერთად ბათუმის ქუჩებში ავტომობილით მიდიოდნენ.

პოლიციის თანამშრომლებმა შემოწმების მიზნით საბუთების წარდგენა მოსთხოვეს, რა დროსაც ჩეჩენმა რამდენჯერმე გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღი. ბრმა ტყვიამ გამვლელი მუცლის არეში დაჭრა, ხოლო პოლიციის თანამშრომელი კი ხელში. საპასუხო სროლისას ჩეჩენიც დაიჭრა.   სამივე დაჭრილი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ფირუზ წულუკიძე და თემურ ბახუნტარაძე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაჭრილი თავდამსხმელი რუსეთის მოქალაქე იუსუფ ლაკაევია, რომელიც საქართველოში არალეგალურად იმყოფებოდა. ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, ბახუნტარაძის სახლის ჩხრეკისას ამოღებულია ხელყუმბარა, ხოლო წულუკიძის სახლის ჩხრეკისას კი - თვითნაკეთი იარაღი და დანები. (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).