ახალი მოქალაქეები - კვირის პალიტრა

ახალი მოქალაქეები

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თურქეთის 936 მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით,  მოქალაქეობა თურქეთში მცხოვრებ იმ თანამემამულეებს მიენიჭა, ვინც ქართული იცის და ქართველობა დღემდე შეინარჩუნა. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კი სააკაშვილის გადაწყვეტილებას არასასურველი უწოდა. "სერვისების განვითარების სააგენტოს, იუსტიციისა და შს სამინისტროების შესაბამისი სტრუქტურების გვერდის ავლით მოქალაქეობის საკითხის გადაჭრა არასასურველია და მე პირადად პრეზიდენტს ამას ვერ მოვუწონებ",  - აღნიშნა წულუკიანმა.