მელნიკოვის ექსტრადიცია განხორციელდა - კვირის პალიტრა

მელნიკოვის ექსტრადიცია განხორციელდა

უკრაინიდან საქართველოში შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის, ოლეგ მელნიკოვის ექსტრადიცია განხორციელდა. ინტერპოლის ინფორმაციის საფუძველზე, მელნიკოვი უკრაინელმა სამართალდამცველებმა კიევში 2012 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. მელნიკოვს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით. გარდა ამისა, მიმდინარე წელს წელს ოლეგ მელნიკოვს ბრალი წაეყენა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე.