ოკუპაცია გრძელდება - კვირის პალიტრა

ოკუპაცია გრძელდება

17 სექტემბერს რუსმა სამხედროებმა გორის რაიონის სოფელ დიცში მავთულხლართებისა და ღობეების დემონტაჟი კვლავ დაიწყეს. ხუთი ადგილობრივი მკვიდრი რუსებთან გასაუბრებას შეეცადა, რომ სასაფლაოსკენ მიმავალი გზა არ გადაეღობათ.  როგორც ერთ-ერთმა, ილია ბერუაშვილმა განაცხადა, ინციდენტების პრევენციის ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებებში, ოსური ჯგუფის წარმომადგენელმა რობერტ გაზაევმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამასთან, გაზაევი აგრესიით გამოირჩეოდა ქართული მედიის წარმომადგენლების მიმართაც. მან ჟურნალისტებს მოსთხოვა, დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ "ოსეთის ტერიტორია" და გადასულიყვნენ საქართველოს ტერიტორიაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოსური მხარე მიიღებდა ქართული მედიაწარმომადგენლების დაპატიმრების გადაწყვეტილებას. ოფიციალურმა თბილისმა საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთის უკანონო ქმედებების აღსაკვეთად შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).