"ციხეებში კომპრომატების მოპოვებისთვის მუშაობენ" - კვირის პალიტრა

"ციხეებში კომპრომატების მოპოვებისთვის მუშაობენ"

სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით: "ახალი ხელისუფლების ოპონენტები ციხეებში კომპრომატების მოპოვებისთვის მუშაობენ. მათი მიზანია, მოიპოვონ ან ხელოვნურად შექმნან ვიდეოჩანაწერები, სადაც ასახული იქნება მსჯავრდადებულებს შორის კონფლიქტები და არეულობა, რათა შემდეგ ეს ჩანაწერები გამოიყენონ სისტემის დისკრედიტაციისთვის". მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებულია აღნიშნული მიზნებისთვის გადაღებული ვიდეოჩანაწერები.