"სააკაშვილს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს"
23-09-2013
გასულ კვირას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში, რომელმაც ავღანეთში ნაღმზე აფეთქებისას ორივე ფეხი დაკარგა, მოინახულა და წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა. "ჩვენი ეროვნული სირცხვილია, რომ ალეკო ტუღუში, პოლკოვნიკი, ომების გმირი, საქართველოს სიმბოლო, ცხოვრობდეს გარაჟში... ვთხოვე გიგი უგულავას, რომ ამ ადამიანს დაუყოვნებლივ  გამოუყონ ბინა. ამასთან, ვავალებ და ვუბრძანებ თავდაცვის სამინისტროს, ეს კაცი დაასაქმონ. დაუყოვნებლივ, პროფესიის მიხედვით", - განაცხადა სააკაშვილმა.

საპასუხოდ, სამხედრო უწყებამ სააკაშვილი     საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში დაადანაშაულა და განაცხადა,
რომ ტუღუში აშშ-ში საქართველოს თავდაცვის ატაშეს თანაშემწის პოსტზე მუშაობს. ასევე, თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება ვიცე-პოლკოვნიკის ბინით უზრუნველყოფის შესახებ.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით