ხუდონჰესის საკითხი - კვირის პალიტრა

ხუდონჰესის საკითხი

გასულ კვირას თბილისში ხუდონჰესის მშენებლობის პროექტის განხილვა გაიმართა. ჰესის მშენებლობის მომხრეები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. პროექტის მოწინააღმდეგეების მტკიცებით, სვანეთში გიგანტური ჰესის მშენებლობა არ შეიძლება, რადგან ის გამოიწვევს სოფელ ხაიშის დატბორვას, ისტორიული ადგილების განადგურებასა და კლიმატის შეცვლას. სოფელ ხაიშის მოსახლეობის წარმომადგენლებმა ხატზე დაიფიცეს და განაცხადეს, რომ ჰესის მშენებლობას არ დაუშვებენ.

კომპანია "ტრანსელექტრიკა ჯორჯიას" მტკიცებით კი, ხუდონჰესის მშენებლობა ადგილობრივ კლიმატს შეცვლის, მაგრამ უმნიშვნელო\დ. კომპანიაში აცხადებენ, რომ სოფელ ხაიშიდან მოსახლეობის განსახლება და მათზე კომპენსაციის გაცემა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოხდება (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).