შეხლა-შემოხლა საზმაუწყებელთან - კვირის პალიტრა

შეხლა-შემოხლა საზმაუწყებელთან

ჟურნალისტები ეკა კვესიტაძე და დავით პაიჭაძე "საზოგადოებრივ მაუწყებელში" ტოქშოუებს აღარ წაიყვანენ. ტელევიზიის ხელმძღვანელობის ამ გადაწყვეტილებას კვესიტაძისა და პაიჭაძის პროტესტი მოჰყვა. მათ "მაუწყებელში" პრესკონფერენცია გამართეს, სამსახურიდან მათი გათავისუფლების გადაწყვეტილებას პოლიტიკური უწოდეს და განაცხადეს, რომ ბიძინა ივანიშვილს "საზმაუწყებელში" მეცხრეარხელები მიჰყავს. პრესკონფერენციის პარალელურად, საზმაუწყებელთან კვესიტაძე-პაიჭაძის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების აქციები მიმდინარეობდა, რომლის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე შეხლა-შემოხლაც მოხდა. კვესიტაძისა და პაიჭაძის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორები გიორგი კორკოტაშვილი და ირაკლი კაკაბაძე ჟურნალისტების პრესკონფერენციაზეც შევიდნენ და ისინი 9 წლის განმავლობაში პოლიციური რეჟიმის მხარდაჭერაში დაადანაშაულეს (ვრცლად იხ. გვ. 6-7, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).