მარგველაშვილის პროგრამა
23-09-2013
მარგველაშვილის პროგრამა
გასულ კვირას "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა სპორტის სასახლეში წინასაარჩევნო პროგრამა წარადგინა. მისი თქმით, პრეზიდენტი იქნება იმის გარანტი, რომ პოლიტიკური სისტემის განვითარება დაბალანსებულად მოხდება.     ქვეყნის განვითარების მთავარ პრიორიტეტად გიორგი მარგველაშვილმა ეკონომიკა დაასახელა. "საქართველოს უსაფრთხოებაზე ზრუნვა პრეზიდენტის უმთავრესი ამოცანაა. აუცილებელია საგარეო პოლიტიკის გააქტიურება აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების, საერთაშორისო ორგანიზაციებში აქტივობის ზრდის, არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებისა და ქვეყნის დეოკუპაციის უზრუნველსაყოფად. ამასთანავე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში
მცხოვრებ თანამემამულეებს ვთავაზობთ, ერთად ვაშენოთ წარმატებული დემოკრატიული სახელმწიფო", - აღნიშნა მარგველაშვილმა. მისივე თქმით,  საქართველოს აქვს ისტორიული მისია, იქცეს ევროპასა და აზიას  შორის თანამშრომლობის, დიალოგისა და თანხმობის ადგილად (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით