"უმრავლესობა ხშირად უფრო დაჩაგრულია"
23-09-2013
"უმრავლესობა ხშირად უფრო დაჩაგრულია"
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ქადაგებისას ბრძანა: "ჩვენ ნაკლებად ვფიქრობთ პასუხისმგებლობაზე და ყურადღებას ვამახვილებთ უფლებებზე. უფლებები კარგია, საჭიროა და ისინი დაცული უნდა იყოს, მაგრამ ყოველმა ჩვენგანმა პასუხისმგებლობაც უნდა იგრძნოს. ძალიან ხშირად საუბრობენ მოსახლეობის უმცირესობის უფლებების დაცვაზე და იშვიათად ფიქრობენ, რომ უმრავლესობასაც უნდა დაცვა. ხშირ შემთხვევაში, უმრავლესობა უფრო დაჩაგრულია, ვიდრე უმცირესობა". პატრიარქმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდობა ნაკლებად ფიქრობს პასუხისმგებლობაზე
და თავისუფალი ცხოვრებით ცხოვრობს. "ჩვენი ახალგაზრდობა ნიჭიერია, სულიერებაც არ აკლია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ სწორი გზა ვაჩვენოთ", - ბრძანა უწმინდესმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით