"კონკურენტული საარჩევნო გარემოა" - კვირის პალიტრა

"კონკურენტული საარჩევნო გარემოა"

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროსაბჭოს დელეგაციის ხელმძღვანელის მარიჩელ მატეუ პის განცხადებით, ქვეყანაში უკანასკნელ პერიოდში ჩატარებულ სხვა არჩევნებთან შედარებით, ამჟამად შექმნილია უფრო ღია და კონკურენტული საარჩევნო გარემო. მისი თქმით, საქართველოს შეუძლია ჩაატაროს ობიექტური საპრეზიდენტო არჩევნები, რომელსაც მოქალაქეებიც ენდობიან და რომელიც ევროსაბჭოს სტანდარტებს დააკმაყოფილებს. "ეს მიღწევა იქნება ქვეყნისა და მთელი რეგიონისთვის. ამ მიზნით, საარჩევნო კამპანიისას უნდა გამოირიცხოს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ოპოზიციის მხარდამჭერებზე და მათი დაშინება, ყოველგვარი ზეწოლა არჩეულ თუ დანიშნულ თანამდებობის პირებზე, რომ ვადამდე დატოვონ დაკავებული თანამდებობები, აგრეთვე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების საარჩევნო პროცესში გაუმართლებელი ჩარევა", - განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა.