"არა მცოცავ ოკუპაციას!"
30-09-2013
"არა მცოცავ ოკუპაციას!"
ქართველმა ჟურნალისტებმა დვანში, საოკუპაციო ზოლთან, საპროტესტო აქცია "არა მცოცავ ოკუპაციას" გამართეს. მათ ე. წ. საზღვართან ცოცხალი ჯაჭვი გაავლეს და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. აქციას ე. წ. საზღვრის მეორე მხრიდან ოსური მედიის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მათკენ ქაღალდის თვითმფრინავი გაუშვა, წარწერით "ხელები შორს საქართველოსგან". აქციის დროს რუსი "მესაზღვრეები" არ გამოჩენილან. პერიმეტრს აკონტროლებდნენ ქართველი სამართალდამცველები, რომელთაც ჟურნალისტებს ახალგავლებულ მავთულხლართებთან მიახლოების უფლება არ მისცეს. აქციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტები დვანის მოსახლეობას შეხვდნენ და იმ სამი
სახლის ნანგრევები დაათვალიერეს, რომლებიც მას შემდეგ დაანგრიეს, რაც ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცნენ.
დვანელებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ სოფლის მოსახლეობას მთავრობა სათანადო ყურადღებას არ აქცევს. დვანელები დახმარებას ითხოვენ და ეს გზავნილი ხელისუფლებას მედიის წარმომადგენლების საშუალებით გაუგზავნეს.

აქციამ შეაშფოთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და მან ქართული მხარე დაძაბულობის
გაღვივებაში დაადანაშაულა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით