NDI-ს კვლევები
30-09-2013
NDI-ის კვლევის თანახმად, კითხვაზე: ვის ისურვებდით საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად, გამოკითხულთა 39%-მა გიორგი მარგველაშვილი დაასახელა; მეორე ადგილზე 18%-ით დავით ბაქრაძეა, ხოლო მესამეზე - ნინო ბურჯანაძე 7%-ით; შემდეგ ადგილებზე არიან შალვა ნათელაშვილი - 3%-ით, გიორგი თარგამაძე - 3%-ით. კითხვაზე: რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, რესპონდენტთა 50% "ქართულ ოცნებას" ასახელებს; 16% ამბობს, რომ არც ერთი; 12% "ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებს; 6%-მა არ იცის, 4% პასუხზე უარს ამბობს; 4%
- "დემოკრატიულ მოძრაობას", 3% - "ლეიბორისტულ პარტიას", ხოლო 2% "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას" ასახელებს. მინისტრების საქმიანობის შეფასების რეიტინგში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ლიდერობს. მის საქმიანობას 11% ძალიან კარგად, 38% - კარგად, ხოლო 7% საშუალოდ აფასებს. მეორე ადგილზეა შს მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას 9% ძალიან კარგად, 34% კი კარგად აფასებს; მესამე პოზიციაზეა
თეა წულუკიანი. NDI-ის კვლევის თანახმად, მოწონების რეიტინგში პირველ ადგილზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია. ის გამოკითხულთა 94%-ს მოსწონს. ილია II-ის საქმიანობას დადებითად აფასებს რესპონდენტთა 90%.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით