პატრიარქის ინიციატივა - კვირის პალიტრა

პატრიარქის ინიციატივა

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით 23 მაისს, წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, "აფხაზეთობა" აღინიშნება. სვიმონ კანანელი აფხაზეთშია დაკრძალული. პატრიარქმა აფხაზეთის ომზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა მხარე დამარცხებულია. უწმინდესმა ბრძანა, რომ თერთმეტი წელი აფხაზეთში მიტროპოლიტად იყო და არ ახსოვს გაუგებრობის არც ერთი შემთხვევა აფხაზებსა და ქართველებს შორის. "ეს იყო ერთი ოჯახი, ერთი სული და ერთი ხორცი, მაგრამ ეშმაკს ეს შეშურდა და დააპირა ამ ერთობის გაყოფა. დღესაც ზოგიერთი ცდილობს ეკლის ხლართები და ბეტონის ღობეები ააშენოს აფხაზებსა და ქართველებს შორის, ოსებსა და ქართველებს შორის, მაგრამ ეს ყველაფერი ამაოა. შინაგანი გაანალიზებით ვგრძნობთ, რომ ამას მტერი აკეთებს. შედეგი ის იქნება, რომ მტერი წააგებს", - ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა.