ინციდენტი სიღნაღში - კვირის პალიტრა

ინციდენტი სიღნაღში

3 ოქტომბერს სიღნაღში, რესტორან "ნიკალაში" ინციდენტი მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია "გურჯაანმა" გაავრცელა. რესტორნის ერთ-ერთი მეპატრონის, ლიკა ბოსტოღანაშვილის ცნობით,  ნასვამი მამაკაცები, რომლებიც  სიღნაღის პოლიციის უფროსის მამის დაკრძალვიდან მოდიოდნენ, რესტორანში შევიდნენ და სტუმრებს, მათ შორის უცხოელ ტურისტებს,  შეურაცხყოფა მიაყენეს. მამაკაცებმა უცხოელი ქალები ხელში აიყვანეს და კოცნიდნენ. მათ ჯერ შამპანური მოითხოვეს, შემდეგ კი "დაჭრილი ძუძუ". რესტორნის მეპატრონეებმა პოლიცია გამოიძახეს, მაგრამ“პოლიციამ ვერაფერი გააწყო. შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ ნინო გიორგობიანის ინფორმაციით კი, რესტორან "ნიკალაში" ვითარება დაცვის პოლიციამ განმუხტა. სამართალდამცველების  მისვლის შემდეგ რესტორნის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ინციდენტთან დაკავშირებით პრეტენზია  არ ჰქონდა. გიორგობიანის განმარტებით, მას შემდეგ, რაც მედიით გავრცელდა ზემოხსენებული მასალა, ინციდენტში მონაწილეები  დაიბარეს სიღნაღის  პოლიციაში და გააფრთხილეს. რესტორნის ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რესტორანი არ დაზარალებულა.  ნინო გიორგობიანმა ხაზი გაუსვა, რომ ინციდენტში მონაწილე პირები არ არიან პოლიციის თანამშრომლები.