კვლევა პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკვეთით - კვირის პალიტრა

კვლევა პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკვეთით

ამერიკული კვლევითი კომპანია "გრინბერგ, ქუინლან, როზნერ რისერჩის" კვლევის თანახმად, კითხვაზე, დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, რესპონდენტთა 43% გიორგი მარგველაშვილს ასახელებს, 22% - დავით ბაქრაძეს, 8% - ნინო ბურჯანაძეს, 5% - შალვა ნათელაშვილს, 1-1% კი მხარდაჭერას თარგამაძესა და დავითაშვილს უცხადებს. გამოკითხულთა 17%-ს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. კვლევა პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკვეთით ჩატარდა. ექსპერტმა კახი კახიშვილმა ამ ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდა აუდიტის სამსახურს, რადგან მისი თქმით, კვლევა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება, რაშიც საბიუჯეტო თანხის დახარჯვა მიუღებელია.