"მოშალეთ ბარიერები" - კვირის პალიტრა

"მოშალეთ ბარიერები"

საოკუპაციო ზოლთან განვითარებული მოვლენების გამო დასავლურმა ქვეყნებმა და ორგანიზაციებმა შეშფოთება გამოთქვეს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან ბარიერებისა და ღობეების მოშლისკენ მოუწოდა. რუსი სამხედროების ქმედებების გამო ღრმა შეშფოთება გამოთქვა ევროკომისარმა ქეთრინ ეშტონმა, რომელიც აცხადებს, რომ ეს რეგიონის უსაფრთხოებას უქმნის პრობლემას. რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებები შეახსენა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმაც და მოუწოდა რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება.