დებატები პარლამენტში
07-10-2013
პარლამენტში ეკონომიკურ საკითხებზე უმრავლესობასა და უმცირესობას შორის დებატები გაიმართა. უმცირესობის წარმომადგენლების განცხადებით, ეკონომიკური ზრდა შეჩერებულია. "ნაციონალებმა" შეჩერებულ პროექტებზეც ისაუბრეს, რაც მათი თქმით, ქვეყანას აზარალებს. საპასუხოდ, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ეკონომიკა ვითარდება. მათ "ნაციონალებს" შეახსენეს, რომ მთელ მსოფლიოში ქონებას შვილებსა და შვილიშვილებს ჩუქნიან, საქართველოში კი სახელმწიფოს ჩუქნიდნენ.

"შეგვრჩა ეკონომიკა ვითომ მაღალი პარამეტრებით, მაგრამ სინამდვილეში გამოშიგნული იყო, რაც მოიცავდა ჩვენი მოსახლეობის უკიდურეს გაღატაკებას. წინა ხელისუფლება გამუდმებით ლაპარაკობდა ეკონომიკურ ზრდაზე, გრანდიოზულ ინფრასტრუქტურულ
მშენებლობებზე, უცხოურ ინვესტიცებზე, სინამდვილეში კი რეალობა სხვა იყო", - განაცხადეს უმრავლესობის წევრებმა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით