გიგი უგულავა: "ხადურმა თბილისს ჯიჰადი გამოუცხადა" - კვირის პალიტრა

გიგი უგულავა: "ხადურმა თბილისს ჯიჰადი გამოუცხადა"

თბილისის მერმა გიგი უგულავამ 2014 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტი გააპროტესტა და მას "ნოდარ ხადურის ჯიჰადი" და მთავრობის სადამსჯელო ოპერაცია უწოდა. უგულავას თქმით, 2014 წლის ბიუჯეტის პროექტით, თბილისის ტრანსფერის მოცულობა 50 მილიონი ლარით შემცირდა და ამას საფუძვლად პოლიტიკური გადაწყვეტილება უდევს. მისივე თქმით, 2015 წელს თბილისში დაგეგმილ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ჩაშლა ემუქრება, რადგან მთავრობამ დაფინანსების გამოყოფაზე უარი განაცხადა. საპასუხოდ, ფინანსთა სამინისტრომ უგულავა სიცრუეში დაადანაშაულა.