"ჯიჰადის ვიდეოს" საქმე გაიხსნა - კვირის პალიტრა

"ჯიჰადის ვიდეოს" საქმე გაიხსნა

შსს-მ "ჯიჰადის ვიდეოს" საქმე გახსნილად გამოაცხადა. კერძოდ, უწყების ინფორმაციით, საქმეზე ბრალდებულია ყირგიზეთის მოქალაქე სამარ ჩოკუტაევი, რომელიც სოხუმში მობილური კავშირგაბმულობის ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს. "2013 წლის 4 ივნისს ბრალდებულმა სამარ ჩოკუტაევმა ინტერნეტსივრცეში მომხმარებელ Hammad Zaman-ის სახელით განათავსა ვიდეორგოლი, რომელიც შეიცავს ავღანეთში მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალების და საქართველოს პრეზიდენტის მიმართ მუქარას", - აცხადებს შსს. მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ქართულ მხარეს გამოძიებაში აშშ ეხმარებოდა. სამარ ჩოკუტაევს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა. სავარაუდოდ, მის ძებნაში ინტერპოლიც ჩაერთვება (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე, ვრცლად იხ. გვ 6. 7).